ცრუპენტელა პრეზიდენტი ანუ როგორ დალია მიხეილ სააკაშვილმა ჩაილურის წყალი ზუგდიდში.
ცრუპენტელა პრეზიდენტი ანუ როგორ დალია მიხეილ სააკაშვილმა ჩაილურის წყალი ზუგდიდში. მიშა იძახდა: ეს მე ვარ გმირი ოცნების წარმომადგენლები ზუგიდიდში სულ ტყუილად აკეთებდნენო ზეწოლას გამგებელზე და საკრებულოს თავჯდომარეზეო! ეს მე მომთხოვონ პასუხი და ჩემზე გააკეთონო ზეწოლა! ეს ანაკლიის
აბსურდული პროექტები და მრავალგზის ზუგდიდის ცენტრში აყრილი და ხელახლა გაკეთებული
შადრევნები თურმე მისი იდეაფიქსი ყოფილა. უი უი უი გამგებელმაც და საკრებულოს თავმჯდომარემაც უმუხთლა მიშიკოს ბიჭოს მრავალგზის და ხაზგასმით თქვეს კამერების წინ ჩვენზე არ ყოფილა ბატონო არანაირი ზეწოლაო. მეტიც არამარტო უარყვეს ღიმილიც ვერ დამალეს ყოჩაღ რა მიშოს! ესაა ხო შენი სამართლიანობაააა? ხო მართლა ესეთი ობიექტური რო იყავი იმიტო წააგე მიშა არჩევნები, სხვა მიზეზი არც ყოფილა შენი არაადექვატუროობის
გარდა. აქ ვართ საქართველოში და საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. International Republican Institute (IRI) კვლევებს თუ დავუჯერებთ
ნაციონალების რეიტინგების კატასტროფული კლება მისივე გაცხადებული მეზღაპრეობის მიზეზი
უნდა იყოს. ზუგდიდი შენი უკანასკნელი ციტადელი გეგონა და ამიტო გააკეთე ეს განცხადებები
ალბათ, მაგრამ დაიხსომე როგორც შენ იტყოდი შენი მატარებელი წავიდა უკვე აქაც კი არავინ
გეკითხება არაფერს. ყველა საუბრობდა ზუგდიდში აქამდეც, რომ ადგილზე არაფერი წყდებოდა
და კაია რო აღიარებ შენ უხეშ და ჩემთვის გაუმართლებელ ჩარევებს, პირადად მე დღეს ვიტყოდი
ზუგდიდი უკვე თავისუფალია და მჯერა არც არავის დაემონება. გირჩევ ამ რეიტინგებს დააკვირდე
კარგად და თუ გაანალიზებ მიხვდები რეალური მომხრე ნაციონალური პოლიტიკის მხოლოდ ერთი
პროცენტია მთელ საქართველოში, ამიტომ ჯობია დემაგოგიას შეეშვა და იზრუნე საკუთარ იმიჯზე
მაინც, რომ მთლად მიწასთან არ გაასწორო ის
რაც აქამდე გიკეთებია. იმედია მალე გამოსწორდები და თავს არამხოლოდ კანტაკუნტად დარჩენილი
აწ უკვე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერად არ აღიქვამ არამედ მთელი ერის პრეზიდენტად
და ალბათ მიხვდები, რომ უკვე ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედო.
No comments:
Post a Comment